пятница, 7 марта 2014 г.

სამზარეულო

უფლისციხის მიდამოების მოსახლეობის საქმიანობის ძირითადი დარგების განხილვის შემდეგ, გავეცნოთ იმდროინდელ სამზარეულოსა და სუფრას. იმდროინდელი სუფრა იცნობს როგორც წვნიან, ისე მშრალ კერძებს. ამათგან მშრალი კერძი ისევე ძველია, როგორც თვით ადამიანი; ხოლო წვნიანი კერძების ისტორია იმ ხანას უკავშირდება, როცა ადამიანმა თიხის ჭურჭლის გაკეტება ისწავლა. განვითარების ამ საფეხურს ჩვენმა წინაპრებმა ნეოლითში ანუ ახალი ქვის ხანაში მიაღწიეს. იგი ჩვენი დროიდან 8-10 ათასი წლითაა დაშორებული. ამ დროიდან მოკიდებული, ქართულმა სამზარეულომ განვითარების გრზელი და შინაარსიანი გზა განვლო. Gგროვდებოდა გამოცდილება, ჩნდებოდა ახალი პროდუქტები, საკმაზები და კერძები, იცვლებოდა სუფრის ხასიათი, ახალი დროების შესაფერ გაფორმებასა და შინაარსს იღებდა. იხვეწებოდა “პურად ჯდომისა” და გამასპინძლების წესი. Aამ ათასწლოვანი განვითარების პროდუქტია ქართული სუფრა_სამზარეულო.
ძველი წელთაღრიცხვის II_ათასწლეულის მეორე ნახევარსა და I_ათასწლეულის პირველ ნახევარში, საცხოვრებელ სახლში სამზარეულო დამოუკიდებელ სათავსოდ ჯერ კიდევ არ არის გამოყოფილი. ას საცხოვრებლის ერთი კუთხე უჭირავს და წარმოდგენილია: სპეციალური, საკმაოდ რთული კონსტრუქციის ღუმელიტ, მაგიდით, რომელზეც ხელსაფქვავი და ქვასანაყი ელაგა; სამზარეულოს ჭურწლეულითა და იარაღებით ( კოჭოები, ქოთნები, ქვაბ-ქოტნები, თიხის ჩამჩები და კოვზები წვნიანი კერძისათვის, ლითონის დანები და ა.შ.) მეტად მრავალფეროვანია სუფრის ჭურჭელი. ქ გვხვდება: დოქები და ხელადები, სასმისები და ვაზები, ფიალები და ბადიები, დიდი და მცირე ზომის თაფშები და ჯამები, სამარილეები და ა.შ. ამ დროს კერძების დასამზადებლად იყენებდნენ ძროხის, ღორის, ცხვრისა და თხის ხორცს, ნანადირევს ( ირემი, შველი, გარეული ღორი, ფრინველი), თევზეულს, ბოსტნეულს და ა. შ. იცნობდნენ ღვინოსა და ლუდს.